საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეების ვიზიტი

ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეების ვიზიტი

ა.წ. 30 აპრილს, სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისში ეწვივნენ ნიუტონის თავისუფალი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები მასწავლებლის, ქალბატონი ეკატერინე შენგელიას ხელმძღვანელობით.

მოსწავლეებს სურდათ ინფორმაციის მიღება სკოლაში მოქმედი საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ფარგლებში დასმული თემის „კოსმოსური ნაგვის“ პრობლემის ირგვლივ.

ობსერვატორიის დირექტორის მოადგილემ, ბატონმა ბიძინა ჩარგეიშვილმა მოსწავლეებს მოკლედ გააცნო კოსმოსის ათვისების საჭიროებები, მშვიდობიანი და სამხედრო მიზნები. აუხსნა თანამგზავრული ორბიტების არსი და კოსმოსური ნარჩენების - ნაგვის წარმოშობის მიზეზები და მათგან განთავისუფლების მეთოდები. ასევე, შეეხნენ კოსმოსთან დაკავშირებულ საერთაშორისო კანონმდებლობას და კოსმოსურ პროგრამებში საქართველოს ჩართულობას.

დასასრულს, ბატონმა ბიძინამ უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. მოსწავლეები დაინტერესდნენ ობსერვატორიაში მოქმედი ყოველკვირეული ლექცია-სემინარებით და მომავალში მთა ყანობილზე დაგეგმილი საზაფხულო სკოლებით.