საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

შეხვედრა ფაზისის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტთან

შეხვედრა ფაზისის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტთან

ა. წ. 1 მაისს, სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისს ესტუმრა ფაზისის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, მწერალი, გასული საუკუნისა და თანამედროვეობის მემატიანე, ბატონი ელგუჯა მგელაძე. მან ობსერვატორიის დირექციასა და თანამშრომლებს მოუწყო მისივე ავტორობით შექმნილი ევგენი ხარაძეზე და ხარაგაულზე მიძღვნილი ფილმების ჩვენება. შეხვედრამ საინტერესო საუბრებისა და მოგონებების გაცვლის რეჟიმში ჩაიარა. ბატონმა ელგუჯამ ობსერვატორიას საჩუქრად გადასცა მის მიერ წარმოდგენილი უაღრესად საინტერესო ფილმების ასლები, რაც ჩვენი ორგანიზაციისთვის ფასეული შენაძენია, როგორც ობსერვატორიის დამაარსებლის მოღვაწეობის ბოლო წლების ამსახველი მასალა.

გულითად მადლობას მოვახსენებთ ბატონ ელგუჯა მგელაძეს, ხოლო ობსერვატორიას და ფაზისის აკადემიას ვუსურვებთ შემდგომ წარმატებულ თანამშრომლობას.