- 40-სმ ფართოველიანი ორმაგი ასტროგრაფი აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში დაიდგა 1978 წლის აგვისტოში. ორივე კამერის მახასიათებლები ერთნაირია:
- ობიექტივის დიამეტრი: D = 400 მმ,
- ფოკუსური მანძილი f = 3000 მმ
- შუქძალა W = f/7
- ასტროგრაფი გათვალისწინებულია ასტრომეტრიული სამუშაოებისათვის.
40 სმ ორმაგი ასტროგრაფი
მნიშვნელოვანი აღმოჩენები და საერთაშორისო სამუშაოები,
შესრულებული 40-სმ ორმაგი ასტროგრაფით
აღმოჩენები
- 1981 წელს დაფიქსიდა ზეახალი ვარსკვლავი NGC 7448 გალაქტიკაში. ავტორი: რ. ინასარიძე
- 1997-2001წწ საქართველოს მეცნიერებათა აკადემის გრანტის ფარგლებში, ანდრომედას გალაქტიკაში (ანდრომედას ნისლეულში) დაფიქსირებულია 6 ახალი ვარსკვლავი. შემსრულებლები: რ. ინასარიძე და გ. ქიმერიძე
შესრულებული სამუშაოები
- 1984-1986წწ გ. მაისურაძის მიერ გადაღებული იქნა ჰალეის კომეტის მოძრაობის ტრასა.
- 1986-1988 წწ ს. ჭანტურიას მიერ ჩატარებულია მზის სისტემის გიგანტი პლანეტების თანამგზავრების დაკვირვება.
ორმაგი ასტროგრაფის შენობის ხედი
- 1979–1985წწ შესრულდა საერთაშორისო პროგრამა “ROAS“ (რადიოწყაროების ასტრომეტრიული დაკვირვება ოპტიკურ დიაპაზონში), რომელზეც დაცული იქნა საკანდიდატო დისერტაცია. შემსრულებელი: რ. ინასარიძე. მიღებული მასალა ინახება ობსერვატორიის მინის ბიბლიოთეკაში
- 1982-1988წწ, უკრაინის გოლოსეეოს მთავარი ასტრონომიული ობსერვატორიის ინციატივით, სრულდებოდა კოოპერირებული პროგრამა ”ФОН” (ცის ფოტოგრაფიული მიმოხილვა). შემსრულებელი: რ. ინასარიძე. მიღებული მასალა ინახება ობსერვატორიის მინის ბიბლიოთეკაში
- ორმაგ ასტროგრაფზე წლების განმავლობაში დაკვირვებულია ორი ათეული კომეტა და ამდენივე ახალი ვარსკვლავი და განსაზღრულია მათი ეკვატორული კოორდინატები. შემსრულებელი: რ. ინასარიძე. მიღებული მასალა ინახება ობსერვატორიის მინის ბიბლიოთეკაში
- 2005-2009წწ მიმდინარეობდა კოსმოსური ნარჩენების ასტრომეტრული დაკვირვებები. თემა სრულდებოდა სამეცნიერო-ტექნიკური ხელშეკრულებაის ფარგლებში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიასა და პულკოვოს ობსერვატორიას შორის. შემსრულებელი: რ. ინასარიძე.
ხედი “სკალებიდან”
- 2010-2011წწ საერთაშორისო პროგრამით სრულდებოდა თემა: დედამიწასთან მოახლოებადი ასტეროიდების ასტრომეტრული და ფოტომეტრული დაკვირვებები. შემსრულებლები: რ. ინასარიძე და ვ. აივაზიანი.ყველა საერთაშორისო პროგრამით გათვალისწინებული დაკვირვებითი მასალა დამუშავებულია და მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში.