1957 წ. დაიდგა ქრომოსფერული და ფოტოსფერული ტელესკოპი. ორივე ეს ტელესკოპი (ორი მილი) დადგმულია ერთ პარალაქტურ დანადგარზე; მართვის პულტი და საათიერი მექანიზმიც შესაბამისად, საერთო აქვთ.
ქრომოსფერული ტელესკოპი. რეფრაქტორი;
(ა) ობიექტივის დიამეტრი: 6 სმ.
- ტელესკოპის - ვიწროზოლოვანი ინტერფერენციულ - პოლარიზაციული ფილტრი, საშუალებას იძლევა მივიღოთ 1,7 სმ. დიამეტრის მზის გამოსახულება (H ალფა ხაზის ცენტრში), ქრომოსფერული წარმონაქმნებით, როგორიცაა: პროტუბერა-ნცები, ბოჩკოები და ამოფრქვევები.
ფოტოსფერული ტელესკოპი. რეფრაქტორი;
(ა) ობიექტივის დიამეტრი: 13 სმ.
(ბ) ფოკუსური მანძილი: ეკვივალენტური: 865სმ,
- იძლევა 7,8 სმ. დიამეტრის მზის გამოსახულებას (თეთრ სინათლეში), ფოტოსფეროს წარმონაქმნებით, როგორიცაა: გრანულები, მზის ლაქები და ჩირაღდნები;
- ორივე ტელესკოპი მუშა მდგომარეობაშია.