ინფორმაცია ვიზიტორებისთვის!
2022 წლის 1 მაისიდან, სსიპ-საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია განაახლებს ვიზიტორთა მიღებას, აბასთუმანში, მთა ყანობილზე. ვიზიტორების მიღება მოხდება ჯგუფებად - არანაკლებ 5 და არაუმეტეს 25 ვიზიტორისა. ვიზიტორების მიღების განრიგი ყოველდღიურად დღის საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე; შესვენება: 19:00 სთ-დან - 21:00 სთ-მდე. ღამის საათები: 21:00 საათიდან 2:00 საათამდე. ვიზიტორებს, ლექცია-საუბრებისა და ობსერვატორიის ტერიტორიაზე ყოფნის განმავლობაში, მეგზურობას გაუწევს პროფესიონალი ასტრონომი. ჯგუფის ვიზიტის ხანგრძლივობა - დაახლოებით - ერთი საათი. ვიზიტორებმა, ობსერვატორიის ტერიტორია უნდა დატოვონ (არაუგვიანეს) ღამის 03:00 საათამდე. დღის ასტრონომიული ტურის მოკლე მიმოხილვა დღის სეანსი - 40 სმ-იანი რეფრაქტორის შენობაში, შედგება სამი ნაწილისგან: - ობსერვატორიის სადემონსტრაციო დარბაზი;
გაეცნობით ობსერვატორიის დაარსების და მისი განვითარების ისტორიას, ეწვევით ობსერვატორიის დამაარსებლის, აკად. ევგენი ხარაძისა და პროფ. მიხეილ ვაშაკიძის კაბინეტებს. გაეცნობით აბასთუმნის ობსერვატორიის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს და მოვლენებს, მის დღევანდელობასა და პერსპექტივებს. - 40 სმ-იანი ტელესკოპი;
ნახავთ ობსერვატორიის ერთ-ერთ უძველეს პროფესიონალურ ტელესკოპს - 40 სმ-იან რეფრაქტორს და მისი ასტრონომიული კოშკის კონსტრუქციას; გაეცნობით ციურ სხეულებზე დაკვირვების პრინციპებს და მათ თავისებურებებს. - სალექციო დარბაზი;
მცირე სალექციო დარბაზში ასტროგიდი ვიზიტორთათვის ჩაატარებს პოპულარულ ლექცია-პრეზენტაციას თემაზე: „სამყაროს აგებულება და ევოლუცია“. ლექციის ბოლოს გაიმართება კითვა-პასუხების სესია. ღამის ასტრონომიული ტურის მოკლე მიმოხილვა ღამის სეანსი - 40 სმ-იანი რეფრაქტორის შენობაში, შედგება ორი ნაწილისგან: - 40 სმ-იანი ტელესკოპი;
ნახავთ ობსერვატორიის ერთ-ერთ უძველეს ტელესკოპს - 40 სმ-იან რეფრაქტორს და მისი ასტრონომიული კოშკის კონსტრუქციას; მოწმენდილი ცის შემთხვევაში, პროფესიონალი ასტრონომის დახმარებით, შესაძლებლობა მოგეცემათ, დააკვირდეთ (თქვენი ვიზიტის პერიოდში, მნათობთა ხილვადობის შესაბამისად) მთვარეს, პლანეტებს და ცის კაშკაშა, საინტერესო ობიექტებს. მოღრუბლული ამინდის შემთხვევაში - ასტროგიდი, მონიტორზე გიჩვენებთ, თუ როგორ გამოიყურებიან მსგავსი ზომის ტელესკოპებში, ზემოაღნიშნული ციური სხეულები. - ობსერვატორიის სადემონსტრაციო დარბაზი;
გაეცნობით ობსერვატორიის დაარსების და მისი განვითარების ისტორიას, ეწვევით ობსერვატორიის დამაარსებლის, აკად. ევგენი ხარაძისა და პროფ. მიხეილ ვაშაკიძის კაბინეტებს. ლექციის ბოლოს გაიმართება კითვა-პასუხების სესია. --------------------------------- დღის ასტროტურის ღირებულება:
(11 სთ-დან - 19 სთ-მდე) • მოზრდილებისთვის: 10 ლარი; • სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის: 5 ლარი; • სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის ვიზიტი უფასოა. ღამის ასტროტურის ღირებულება:
(21 სთ-დან - 02 სთ-მდე) მოზრდილებისთვის: 15 ლარი; • სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის: 5 ლარი; • სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის ვიზიტი უფასოა. --------------------------------------- ყურადღება!
გთხოვთ გაითვალისწინოთ - ობსერვატორიაში ვიზიტის დროს, დღისა და ღამის ასტროტურებს შორის, შესვენების პერიოდში (19 სთ-დან - 21 სთ-მდე) ობსერვატორიაში ექსკურსიების მიღება არ მიმდინარეობს.
ყურადღება!
დახურულ სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება.
-------------------------------------- ვიზიტორის მიერ თანხის გადახდის წესი: ასტროტურის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ადგილზე, ობსერვატორიაში, სს საქართველოს ბანკის „ექსპრეს ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატის, ან საკრედიტო ბარათის ტერმინალის მეშვეობით, ანდა საბანკო გადარიცხვით წინასწარ მიღებული ინვოისის საფუძველზე. ასტროტურის დაჯავშნა: ცალკეული ჯგუფებისათვის შესაძლებელია ასტროტურის წინასწარ დაგეგმვა. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ობსერვატორიის ადმინისტრაციას ქვემოთ მოყვანილ ტელეფონების ნომრებზე ან ელ.ფოსტის მისამართზე. ------- საკონტაქტო ინფორმაცია: 0301, კურორტი აბასთუმანი, ადიგენის მუნიციპალიტეტი 0179, თბილისი, მ. კოსტავას ქ. 47/57 ტ.: 591 412 420 თინათინ მერაბიშვილი - დირექტორის აპარატი ტ.: 599 90 55 00 ოთარ კვარაცხელია - მეცნიერების პოპულარიზების დეპარტამენტის უფროსი ტ.: 599 177 707 ვაჟა ყულიჯანიშვილი - მთავარი ასტრონომ-მენეჯერი. ელ. ფოსტა: astrotour@abao.ge