ახალი შენაძენი მეცნიერების პოპულარიზაციისთვის
- 10 იანვარი 2024
სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ ობსერვატორიაში მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის არსებული ყოველკვირეული ლექცია-სემინარებისთვის „საუბრები ასტრონომიაზე“ და ასტრონომიული მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით შეიძინა ცელესტრონის 6 დიუმიანი (15 სმ) შმიდტი-კასეგრენის სისტემის ტელესკოპი. ტელესკოპი გამოყენებული იქნება მოსწავლეთათვის სახალისო ასტრონომიული დაკვირვებების ჩასატარებლად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (სკოლებთან შეთანხმებით).
ახალი შენაძენი კარგი საახალწლო საჩუქარი აღმოჩნდა ყოველკვირეული ლექცია-სემინარების მონაწილე მოსწავლეებისთვის.