ევგენი ხარაძის სახელობის პრემია ფიზიკასა და ასტროფიზიკაში
- 8 აპრილი 2026
სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს, აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა და წარმატებულ მეცნიერთათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ევგენი ხარაძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად ფიზიკისა და ასტროფიზიკის დარგში.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს კანდიდატის სამეცნიერო მიღწევების დახასიათებას;
ბ) მონაცემები კანდიდატის შესახებ (საანკეტო მონაცემები CV);
გ) დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (ასლი);
დ) ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები (მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული შრომა ან შრომათა ციკლი);
ე) საერთაშორისო და ეროვნულ საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);
ვ) საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);
ზ) სტიპენდიების დამადასტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);
თ) საკონკურსოდ წარმოდგენილი დოკუმენტების ელექტრონული ვერსია.
საბუთები მიიღება 2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://science.org.ge/?p=21287





