ქართველმა ასტრონომმა, თეიმურაზ კვერნაძემ, ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა
- 27 ივნისი 2024
საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ტექნიკური უზრუნველყოფისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კვერნაძემ, კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებითი მონაცემების გამოყენებით ახალი კანდიდატი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. იგი დაშორებულია ჩვენგან დაახლოებით 700 სინათლის წლით და იუპიტერს რადიუსით სამჯერ აღემატება. ეგზოპლანეტა „მშობელი“ ვარსკვლავიდან სულ 40 მლნ. კმ-ით არის დაშორებული და მის გარშემო სრულ ბრუნს 3 დღეს ანდომებს. ობიექტი წარმატებით დარეგისტრირდა საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში (https://www.aavso.org/vsx/index.php?view=detail.top&oid=2389449).