საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

საკვირაო სკოლის ღონისძიება

ობსერვატორიის თბილისის ოფისში ჩატარდა მორიგი ყოველკვირეული ლექცია-სემინარი „საუბრები ასტრონომიაზე“. ლექცია სემინარს უძღვებოდნენ მეცნიერებათა დოქტორები ნათელა ოღრაპიშვილი და გიორგი ჯავახიშვილი.

სემინარის ძირითადი თემა იყო მზეზე მიმდინარე პროცესები და მზის ისეთი წარმონაქმნები, როგორებიცაა ლაქები, პროტუბერანცები და მზის ატმოსფეროს გარე ფენა, მზის გვირგვინი.

სემინარზე ასევე მიმოიხილეს გასული კვირის საინტერესო ასტრონომიული მოვლენები. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიებში.