შეხვედრა ქალბატონ ნუნუ მიცკევიჩთან
- 10 აპრილი 2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა კოსტავას №47/57-ში მდებარე ოფისი პირადად მოინახულა და ობსერვატორიის ადმინისტრაციასთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ახალგაზრდებმა მინისტრის მოადგილეს თავიანთი სამეცნიერო საქმიანობა გააცნეს და არსებული საჭიროებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასტრონომიის დარგის განვითარების ხელშეწყობისა და მოზარდებში მისი პოპულარიზაციის გზებიც განიხილეს.