მიმდინარეობს საიტის განახლება

თბილისის 107-ე და 217-ე საჯარო სკოლების მოსწავლები ობსერვატორიაში

თბილისის 107-ე და 217-ე საჯარო სკოლების მოსწავლები ობსერვატორიაში

2026 წლის 20 მარტს, ობსერვატორიის თბილისის ოფისს სტუმრობდნენ ქ. თბილისის 107-ე და 217-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები და მათი მასწავლებლები. გაიმართა საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრა.

ვიზიტის ფარგლებში ასტრონომმა გიორგი ჯავახიშვილმა ახალგაზრდებს ინტერაქტიულ და სახალისო ფორმატში გააცნო ასტრონომიის ძირითადი პრინციპები, ცის გამორჩეული ობიექტები და ცნობილი მეცნიერების შთამბეჭდავი ცხოვრების ისტორიები.

ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის მეტეორიტებისა და ტექტიტების კოლექცია, რომელმაც მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

მოსწავლეებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია ობსერვატორიაში მოქმედი ასტრომოყვარულთა სტუდიისა და მისი საქმიანობის შესახებ, გამოთქვეს სურვილი აქტიურად ჩაერთონ მის საქმიანობაში.

მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოსწავლე-ახალგაზრდებში მეცნიერების, განსაკუთრებით კი, ასტრონომიის მიმართ ინტერესის გაღვივებასა და დარგის პოპულარიზაციაში.