საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ზურაბ ვაშალომიძის დაჯილდოების შესახებ

ზურაბ ვაშალომიძის დაჯილდოების შესახებ

ა.წ. 25 დეკემბერს, ობსერვატორიის თბილისის ოფისში, მიხეილ ვაშაკიძის სახელობის სააქტო დარბაზში შედგა ასტრონომიაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომისთვის ახალგაზრდა მეცნიერთათვის 2023 წლის მიხეილ ვაშაკიძის სახელობის ჯილდოს გადაცემის საზეიმო სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ ობსერვატორიის თანამშრომლები, ლაურეატის ოჯახის წევრები და ღვაწლმოსილი მეცნიერის მიხეილ ვაშაკიძის შვილი ქალბატონი ცარო ვაშაკიძე. კონკურსის ლაურეატს ბატონ ზურაბ ვაშალომიძეს დაჯილდოების დიპლომი გადასცა ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ბატონმა გიორგი ჩაგელიშვილმა. ობსერვატორიის დირექტორმა ბატონმა რევაზ ჭანიშვილმა დაჯილდოებულს მიულოცა მიღწეული წარმატება და იმედი გამოთქვა, რომ ბატონი ზურაბ ვაშალომიძე მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად იგი სლოვენიაში აგრძელებს კვლევით საქმიანობას, კავშირებს არ დაკარგავს ობსერვატორიასთან და მომავალში დაგროვილ საერთაშორისო გამოცდილებას გამოიყენებს ობსერვატორიის სასარგებლოდ.

დამსწრე მეცნიერებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახალგაზრდა მეცნიერების წახალისება და დაჯილდოება მომავალშიც გაგრძელდება და ტრადიციად გადაიქცევა.