ჩატარდა მასწავლებელთა მომზადების კურსი ასტრონომიაში: NASE-540
- 16 სექტემბერი 2026
2026 წლის 11-12 სექტემბერს ობსერვატორიის თბილისის ოფისში გაიმართა ასტრონომიის მასწავლებელთა მომზადების კურსი, რომელიც წარმოადგენდა საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირსა (IAU) და ასტრონომიის სასკოლო სწავლების ქსელ NASE-ს (Network for Astronomy School Education) საერთაშორისო ტრენინგ-სერიის 540-ე ღონისძიებას. მსგავსი ფორმატის ტრენინგები უკვე მეორე წელია იმართება საქართველოში ობსერვატორიის ფინანსური მხარდაჭერით.
კურსი მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმა როგორც თბილისის, ასევე რეგიონების საჯარო და კერძო სკოლებიდან. ტრენინგი ჩატარდა ასტროფიზიკის დარგობრივი მიმართულებით.
მასწავლებლებმა, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ტრენინგის სრული ციკლი, გადაეცათ NASE-ს საერთაშორისო სერთიფიკატები.
ობსერვატორია აგრძელებს აქტიურ მუშაობას მეცნიერების პოპულარიზაციისა და განათლების ხელშეწყობის მიმართულებით NASE-ს ქსელის ფარგლებში.





