2024 წლის პირველი სემინარი
- 5 თებერვალი 2024
08 თებერვალს სსიპ-საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში 17:00-ზე შედგება სემინარი თემაზე: რადიო გალაქტიკების მიერ რეზონასული აჩქარების მექანიზმი”. მოხსენებას თბილისის ფილიალში წაიკითხავს ობსერვატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ზაზა ოსმანოვი.
მოხსენების ანოტაცია: ნაწილაკთან ასოცირებული კვანტური ტალღის და ელექტრომაგნიტური ტალღის რეზონანსული ურთიერთქმედების შედეგად ნაწილაკი რელატივისტურად ჩქარდება ზემაღალ ენერგიებამდე. ნაჩვენებია, რომ ტიპიური რადიოგალაქტიკებისთვის ენერგიები მიიღება 1016-20 ელექტრონვოლტის რიგის, რაც ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი ზემაღალი ენერგიის ნაწილაკის (AMATERASU particle) კონტექსტში ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს.