საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ე.ხარაძის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მონაწილეობა ბათუმის - რეგიონულ სამეცნიერო ფესტივალში

ე.ხარაძის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მონაწილეობა ბათუმის - რეგიონულ სამეცნიერო ფესტივალში

საქართველოს მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბათუმის შ. რუსთაველის სახ. უნივერსიტეტის ორგანიზებით, ა.წ. 18 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ჩატარდა ,,რეგიონალური სამეცნიერო ფესტივალი’’ რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ. ობსერვატორიის თანამშრომლებმა (გ. ქურხული, გ. ჯავახიშვილი), ფესტივალის მონაწილეებს გააცნეს ობსერვატორიის და ზოგადად თანამედროვე ასტრონომიის მიღწევების ამსახველი ფოტო და ვიდეო თვალსაჩინოებები.