ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
- 3 სექტემბერი 2020
2020 წლის 3 სექტემბერს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის თანახმად:
- უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულებების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები გაივლიან სასწავლო პრაქტიკას აბასთუმნის ობსერვატორიაში;
- უნივერსიტეტი და ობსერვატორია აწარმოებს ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს და განავითარებენ სამეცნიერო-კვლევით ტექნოლოგიებს;
- უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.
ობსერვატორია, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მონაწილეობას მიიღებს სტუდენტთა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების მომზადებაში, ასევე, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში.