ბიურაკანის ასტროფიზიკური ობსერვატორიის 80 წლის იუბილე
- 30 სექტემბერი 2026
2026 წელს ვიქტორ ამბარცუმიანის სახელობის ბიურაკანის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ დაარსებიდან 80 წლის იუბილე აღნიშნა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს მიეძღვნა ა.წ. 14–18 სექტემბერს სომხეთში, ბიურაკანში გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმი - „ჩვენი არამდგრადი სამყარო“. სიმპოზიუმს საქართველოდან ობსერვატორიის დირექციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ბიურაკანის ობსერვატორიას, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასტრონომიასა და ასტროფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარებისა და ამ ორი ობსერვატორიის მრავალწლიანი მეგობრობის ნიშნად, საიუბილეო მედალი გადასცეს.
ვულოცავთ ბიურაკანის ასტროფიზიკური ობსერვატორიის კოლექტივსა და სომეხ კოლეგებს 80 წლის იუბილეს! ვუსურვებთ ახალ სამეცნიერო მიღწევებს, წარმატებულ კვლევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას!





