დასრულდა კონკურსი სამეცნიერო თანამდებობებზე
- 16 დეკემბერი 2022
ობსერვატორიის სამეცნიერო თანამდებობებზე კანდიდატთა შემრჩევმა საკონკურსო კომისიამ 2022 წლის 16 დეკემბერს ობსერვატორიის დირექტორს წარუდგინა კონკურსის შედეგები - გამარჯვებული კანდიდატები.
ობსერვატორიის დირექტორი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით და გამარჯვებული კანდიდატის პირადი განცხადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ. ამისათვის, დასანიშნად წარდგენილ კანდიდატებს, ვთხოვთ, მოგვაწოდონ (info@abao.ge) პირადი განცხადებები.
რამდენიმე თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად, რამდენადაც არცერთი განცხადება არ შემოსულა.
ის კონკურსანტი, ვინც მიმდინარე კონკურსში არ იქნა შერჩეული, ეს ინფორმაცია ეცნობება ინდივიდუალურად, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. თუ ეს კონკურსანტი მიიჩნევს, რომ კომისიის გადაწყვეტილებით მისი უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება უფლებამოსილია, კომისიას წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება. ამ მოსაზრების წარდგენა წარმოებს ელექტრონულად, დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ობსერვატორიის ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@abao.ge, კონკურსის შედეგების შესახებ კონკურსანტისათვის ინფორმაციის მიწოდებიდან 24 საათის განმავლობაში.