დასრულდა სამეცნიერო თანამდებობებზე განცხადებების მიღება
- 23 ნოემბერი 2020
მიმდინარე წლის 16-20 ნოემბერს განხორციელდა სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ვაკანტურ სამეცნიერო თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება.
საკონკურსოდ წარმოდგენილ იქნა სულ 56 განცხადება, შემდეგი განაწილებით:
გალაქტიკებისა და ვარსკვლავების განყოფილება:
ა) მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 ვაკანსია) - 1 განცხადება;
ბ) უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (4 ვაკანსია) - 4 განცხადება;
გ) მეცნიერი თანამშრომელი (5 ვაკანსია) - 13 განცხადება.
მზისა და მზის სისტემის განყოფილება
ა) უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (6 ვაკანსია) - 8 განცხადება;
ბ) მეცნიერი თანამშრომელი (7 ვაკანსია) - 19 განცხადება.
თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის განყოფილება
ა) მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (2 ვაკანსია) - 2 განცხადება;
ბ) უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (4 ვაკანსია) - 4 განცხადება;
გ) მეცნიერი თანამშრომელი (5 ვაკანსია) - 5 განცხადება.