დიალოგის დასკვნითი შეხვედრა
- 10 აგვისტო 2023
2023 წლის 2 აგვისტოს ობსერვატორიას განცხადებით მომართა ობსერვატორიის ტერიტორიაზე (დაბა აბასთუმანი, მთა ყანობილი) უცხო პირთა შესვლისა და გადაადგილების დროებითი შეზღუდვით უკმაყოფილო მოქალაქეთა ჯგუფმა „სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ობსერვატორიაში შესვლისა და გადაადგილების თავისებურებების შესახებ„ ობსერვატორიის დირექტორის 2023 წლის 10 მაისის #01-01/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ და წარმოადგინა კონკრეტული არგუმენტი.
ობსერვატორიამ განიხილა განცხადება და აღნიშნულთან დაკავშირებით, 2023 წლის 11 აგვისტოს, 16:00 საათზე (მის.: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. #47/57, მე-5 სართული) გეგმავს დასკვნით შეხვედრას „სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ობსერვატორიაში შესვლისა და გადაადგილების თავისებურებების შესახებ„ ობსერვატორიის დირექტორის 2023 წლის 10 მაისის #01-01/04 ბრძანებასთან დაკავშირებით გასულ დღეებში გამართულ დიალოგში მონაწილე პირებთან.