განსაკუთრებული ღონისძიება
- 26 ნოემბერი 2020
სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის, თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვისა და სამუშაო გარემოს შენარჩუნების მიზნით, დადგინდა ობსერვატორიის თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე გამოცხადებისა და სამუშაოს შესრულების რეჟიმთან დაკავშირებით მიღებულისაგან განსხვავებული, დროებითი ღონისძიებები. ეს ღონისძიებები ვრცელდება ობსერვატორიის თანამშრომლებზე და ობსერვატორიის ტერიტორიაზე მოხვედრის მსურველებზე. მოქმედების ვადა - 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.