საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

მე-2 სემინარი

2024 წლის 15 თებერვალს (ხუთშაბათი), სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (თბილისი), 17:00 სთ-ზე გაიმართება მე-2 სემინარი თემაზე: „ექსტრემალურ ბლაზარებში მიმდინარე ფიზიკური პროცესების შესწავლა რადიოდაკვირვებების მეშვეობით”.

მომხსენებელი გახლავთ ობსერვატორიის თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი, ალექსანდრე ღურჭუმელია.

მოხსენების ანოტაცია:

ბლაზარებში მიმდინარე ექსტრემალური პროცესების კვლევის ერთ-ერთ ძირითად მეთოდს წარმოადგენს მრავალსიხშირული გამოსხივების კვლევა, მათ შორის, რადიო-სიხშირეებზე. გამოსხივების დაკვირვებული ცვალებადობა, ასევე რადიო-ინტერფერომეტრული დაკვირვებები საშუალებას გვაძლევენ გამოვავლინოთ რელატივისტურ ჯეტში გავრცელებადი დარტყმითი ტალღები და გავაკეთოთ დასკვნები ჯეტის აგებულების შესახებ. მოხსენებაში განხილული იქნება არათანაბარი ბიჯით მიღებული მონაცემების ანალიზის რთული მეთოდები რომლებიც იქნა გამოყენებული ობიექტებისთვის Mrk 421 და 1ES_0033+595. აგრეთვე მოკლედ იქნება მიმოხილული რადიო ინტერფერომეტრიით გამოსახულებების მისაღები პროგრამული უზრუნველყოფა.