საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

მემორანდუმი

2021 წლის 18 თებერვალს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.

მემორანდუმის ფარგლებში ობსერვატორია და უნივერსიტეტი განახორციელებენ ერთობლივ კვლევით და საგანმანათლებლო პროგრამებს. ითანამშრომლებენ ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოების და სამეცნიერო-კვლევითი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.

უნივერსიტეტი და ობსერვატორია გაცვლიან გამოცდილებას სტუდენტთა თანამედროვე პროგრამებით მომზადების, ასევე სამეცნიერო პუბლიკაციების გამოცემის სფეროში.