მოსაზრებების წარდგენა
- 21 მარტი 2020
სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის 2020 წლის 7 თებერვლის N03-01/01 ბრძანებით დამტკიცებული „ობსერვატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დაკავების კონკურსის წესის“ თანახმად, თუ კონკურსანტი მიიჩნევს, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით მისი უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება, უფლებამოსილია, ობსერვატორიის ხელმძღვანელის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, წარუდგინოს მას მიღებულ გადაწყვეტილებაზე საკუთარი მოსაზრება. ობსერვატორიის უფლებამოსილი პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატთა დანიშვნამდე ეცნობა ამ მოსაზრებებს და თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამის გადაწყვეტილებას.
მოსაზრების წარდგენა წარმოებს მიმდინარე წლის 21-22 მარტს, ელექტრონულად. მსურველებმა უნდა შეავსონ მოსაზრების ფორმა და გადმოგზავნონ ფოსტაზე vacancy@abao.ge.