საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ობსერვატორიის განცხადება უცხო პირთა შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით

ობსერვატორიის განცხადება უცხო პირთა შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით

ობსერვატორია ეხმიანება მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილ მედია აჟიოტაჟსა და განცხადებებს 2023 წლის 10 მაისიდან ობსერვატორიის ტერიტორიაზე, კერძოდ კი, დაბა აბასთუმანში, მთა ყანობილზე, უცხო პირთა შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, 2019 წლის ნოემბრიდან ობსერვატორიას დაუბრუნდა დამოუკიდებელი კვლევითი დაწესებულების სტატუსი. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იგი ფლობს ქონებას თბილისსა და დაბა აბასთუმანში (მთა ყანობილი), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო ობსერვატორიას მინიჭებული აქვს მისი სარგებლობის უფლება, კანონმდებლობის შესაბამისად.

დიდია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ობსერვატორიის განვითარების ხელშესაწყობად, რასაც მოწმობს ობსერვატორიაში მიმდინარე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და პროექტი, მათ შორის ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით. ობსერვატორია მოიაზრება საქართველოს ერთ-ერთ მძლავრ სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად.

2023 წლის განმავლობაში დაგეგმილია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. კერძოდ, ტელესკოპ AZT-11-ისა და მისი გუმბათის დემონტაჟი და შემდგომ ახალი ტელესკოპისა და გუმბათის მონტაჟი; ციფრული ასტრო-სივრცის მოწყობა; ე.წ. სასადილოს შენობის სრული რეაბილიტაცია და რემონტი; ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე ღობის მოწყობა და ახალი ჭიშკრის მონტაჟი; გაზმომარაგების ქსელის მოწყობა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროექტების განხორციელება უკავშირდება სხვადასხვა სახის სადემონტაჟო, სამშენებლო-სარემონტო, დროებითი საკომუნიკაციო და ელექტრო ქსელების მოწყობის და გადაზიდვა-დასაწყობების სამუშაოებს, მათ შორის სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის (ტრაქტორი, ამწე და ა.შ.) გამოყენებით, ობსერვატორიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ბოლომდე დადგენილიყო ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების განსხვავებული წესი, ვიდრე ეს ზოგადად მოქმედებს. აღნიშნული ღონისძიება აუცილებელი გახდა, რათა შესაბამის ვადაში სარეაბილიტაციო სამუშაოები წარიმართოს დაუბრკოლებლად და დასრულდეს წარმატებით, ასევე, მოხდეს პრევენცია ობსერვატორიის ტერიტორიაზე მყოფი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის თავიდან ასაცილებლად. გადაწყვეტილება გაფორმებულია „სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ობსერვატორიაში შესვლისა და გადაადგილების თავისებურებების შესახებ„ დირექტორის 2023 წლის 10 მაისის #01-01/04 ბრძანებით, რაც გამოცხადდა საჯაროდ. საყურადღებოა, რომ ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ ეს რეგულაციები „წარმოადგენენ დროებით ღონისძიებას“. რეგულაციის მიზანია არ დაუშვას ობსერვატორიის ტერიტორიაზე ადამიანთა რაოდენობის მკვეთრი მატება (როგორც პრაქტიკა აჩვენებს, 4-5 ჯერ), რაც მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ტერიტორიაზე მყოფ პირთა, განსაკუთრებით ბავშვების და მოზარდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს, ისე წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის. ობსერვატორიას არ აქვს რესურსი ასეთ ვითარებაში, ადამიანთა მკვეთრად გაზდილი რაოდენობის პირობებში დააზღვიოს ეს რისკები, მითუმეტეს, რომ პირებზე, რომლებიც არ არიან ობსერვატორიის თანამშრომლები, სამართლებრივი ზემოქმედების მექანიზმები კიდევ უფრო მცირეა, ვიდრე თანამშრომლებზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეგულაცია ობსერვატორიაში მოქმედებდა არც თუ დიდი ხნის წინ, კოვიდ-პანდემიის დროსაც. დროებითი რეგულაციები რეალურად შეეხოთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ დაბა აბასთუმანში (მთა ყანობილზე) და ობსერვატორიას ძირითადად ზაფხულობით სტუმრობენ.

რაც შეეხება ტერიტორიაზე (დაბა აბასთუმანი, მთა ყანობილი) მუდმივად მყოფ თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს, მათთვის ამ ბრძანებით პრაქტიკულად არაფერი არ შეცვლილა. ისინი, ობსერვატორიის დირექტორთან შეთანხმებით, დღესაც შეუფერხებლად მასპინძლობენ სტუმრებს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რამდენიმე კვირაა, რაც მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი იყენებს რა, სხვადასხვა მედიაპლატფორმებს, აპროტესტებს ობსერვატორიის ტერიტორიაზე (დაბა აბასთუმანი, მთა ყანობილი) უცხო პირთა შესვლა-გადაადგილების შეზღუდვას და ცდილობს გადაწყვეტილების ინტერპრეტაციას იმგვარად, რომ თითქოს ობსერვატორია ხელოვნურად ზღუდავს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას, ხელს უშლის მათ მიერ საკუთრების უფლებით სარგებლობას და რომ რეალური მიზეზი სულ სხვა რამ არის.

ობსერვატორიამ სხვადასხვა ტელევიზიებთან ინტერვიუებში განაცხადა და კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება დაბა აბასთუმანში (მთა ყანობილზე) პირთა გადაადგილების დროებითი რეგულაციის შესახებ ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რაც დეკლარირებულია თავად ამ გადაწყვეტილებაში (ბრძანება#01-01/04, 10.05.2023 წ).

არ არსებობს პრეცედენტი ობსერვატორიის მიერ ვინმესთვის საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელშეშლის ან ამგვარი ხელშეშლის მცდელობის შესახებ.

რაც შეეხება, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მოთხოვნას ობსერვატორიის საბინაო ფონდში რიცხული ბინების კერძო საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ეს საკითხი რეგულირებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის #501 დადგენილებით, რომლის თანახმად, ობსერვატორიის საბინაო ფონდს მინიჭებული აქვს საერთო საცხოვრებლის სტატუსი და მისი პრივატიზირება აკრძალულია. ხსენებული დადგენილება თანამშრომელს ავალდებულებს ობსერვატორიასთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, 1 თვის განმავლობაში გამოათავისუფლოს მასზე განპიროვნებული საცხოვრებელი. აქვე, პრივატიზების მოთხოვნა შეფასებულია, როგორც ობსერვატორიის მუშაობისთვის ხელშეშლა და განვითარების შესაძლებლობის მოსპობა. ამ საკითხებისადმი, ობსერვატორიის ადმინისტრაციის დამოკიდებულება სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ დადგენილებასთან:

ობსერვატორიის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები კანონით არის ობსერვატორიის (სახელმწიფოს) საკუთრება და წარმოადგენს ერთიან, განუყოფელ ინფრასტრუქტურას კვლევითი დაწესებულების საქმიანობის და მიზნების განსახორციელებლად. ამიტომ, დაუშვებელია აღნიშნული ინფრასტრუქტურის ნაწილის, კერძოდ, ობსერვატორიის საბინაო ფონდში რიცხული ბინების განხილვა კვლევითი დაწესებულებისაგან განკერძოებულად.

ობსერვატორიის არსებობის განმავლობაში, ისევე როგორც მსგავსი ინფრასტრუქტურის სხვა დაწესებულებებში, ეს ბინები განპიროვნებული იყო მხოლოდ თანამშრომლებზე იმ ვადით, რომლის განმავლობაში ისინი მუშაობდნენ ამ დაწესებულებაში.

ობსერვატორიის საბინაო ფონდში რიცხული ყველა ბინა ყოველთვის იყო სახელმწიფოს საკუთრება და მასზე არ ვრცელდებოდა მემკვიდრეობით გადაცემის წესი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ყოფილი თანამშრომლები და მათი ნათესავები ამ დრომდე კანონსაწინააღმდეგოდ იყენებენ აღნიშნულ ბინებს არის ის, რომ ბინის დაბრუნების ვალდებულება მისი წარმოშობის მომენტიდან ვიდრე დღემდე, არ შეუსრულებიათ. შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ამ პირთა მიერ ბინის მართლზომიერ ფლობაზე საუბარი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ ობსერვატორიისთვის გადაცემული უძრავი ქონება, მათ შორის საბინაო ფონდი „შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მისი წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად“ (ობსერვატორიის წესდება , მუხლი 12, პ. 1). აღნიშნული ქონების განკარგვა და სარგებლობა სხვა მიზნით, მათ შორის საკურორტო დანიშნულებით, შეუთავსებელია ობსერვატორიის საქმიანობასთან და, საერთოდაც, კანონით დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ობსერვატორიის საბინაო ფონდის კერძო საკუთრებად გარდაქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ფაქტიურად, ობსერვატორიის, როგორც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების გაუქმების ტოლფასია! ეს მოთხოვნა არა მარტო აბსურდულია, არამედ ობსერვატორიის სამეცნიერო ტრადიციების, მისი დამაარსებლის, თანამოაზრეების და შემდგომი თაობების თანამშრომელთა ღვაწლის შეურაცხმყოფელია. სამწუხაროა, რომ ესეთი მოთხოვნა მომდინარეობს ადამიანებისგან, რომლებიც თავს ობსერვატორიის გულშემატკივრებად წარმოაჩენენ.

გამომდინარე ზემოთ თქმულიდან, ჩვენი აზრით, ობსერვატორიის ხელმძღვანელობის პოზიცია ვითარების ადეკვატური, გამჭირვალე და, სურვილის შემთხვევაში, გასაგებია. ამავე დროს კატეგორიულად მიუღებელია ის მეთოდები, რაც გამოყენებული იქნა ობსერვატორიის ადმინისტრაციის მიმართ: ობსერვატორიაში მიმდინარე ჯანსაღი პროცესების და მნიშვნელოვანი პროექტების დაკნინება, შეურაცხყოფა და ბულინგი, ისევე, როგორც საკითხის პოლიტიზირების მცდელობა. ეს ხელს არ შეუწყობს არსებული პრობლემის მოგვარებას.

ობსერვატორია ყველას მოუწოდებს პატივი სცეს და დაიცვას სახელმწიფოს საკუთრების უფლება იმ უძრავ ქონებაზე - მიწაზე და შენობა-ნაგებობებზე, რომელიც მდებარეობს დაბა აბასთუმანში, მთა ყანობილზე და სახელმწიფოს გადაცემული აქვს ობსერვატორიისთვის წესდებით გათვალისწინებული ამოცანების და მიზნების შესასრულებლად. ამ ფონზე, თუკი ვინმე მაინც თვლის, რომ დირექტორის ზემოხსენებული ბრძანებით იზღუდება მისი საკუთრების უფლება და ირღვევა ინტერესები, საშუალება აქვს მიმართოს კანონმდებლობით დაშვებულ ყველა ზომას.

https://build.president.ac.id/ https://build.president.ac.id/modules/ https://build.president.ac.id/views/ https://yudisium.ft.unmul.ac.id/pages/ https://yudisium.ft.unmul.ac.id/products/ https://yudisium.ft.unmul.ac.id/data/ https://ssstik.temanku.okukab.go.id/ https://snaptik.temanku.okukab.go.id/ https://jendralamen168.dinsos.banggaikab.go.id/gacor/ https://dinsos.dinsos.banggaikab.go.id/ https://dinsos.dinsos.banggaikab.go.id/stoto/ https://ssstik.temanku.okukab.go.id/ https://snaptik.temanku.okukab.go.id/ https://pps.fisip.unpad.ac.id/halodek/ https://kampus.lol/halodek/ https://kampus.lol/sawercuan/ https://kampus.lol/setangoogle/ https://dinsos.dinsos.banggaikab.go.id/ http://agenda.jatengprov.go.id/css/xgacor/gacor/jatengprov/ http://pandawa.jatengprov.go.id/ http://pandawa.jatengprov.go.id/setangoogle/ http://pandawa.jatengprov.go.id/sgacor/ http://pandawa.jatengprov.go.id/gacorwir/ http://pandawa.jatengprov.go.id/138/ http://pandawa.jatengprov.go.id/stoto/ http://pandawa.jatengprov.go.id/rtp/ http://pandawa.jatengprov.go.id/sthai/ http://pandawa.jatengprov.go.id/toto4d/ https://saberhoaks.jabarprov.go.id/v2/vendor/ https://snaptik.temanku.okukab.go.id/sgacor/ https://snaptik.temanku.okukab.go.id/sthai/ https://snaptik.temanku.okukab.go.id/toto4d/ https://snaptik.temanku.okukab.go.id/totoslot/ https://snaptik.temanku.okukab.go.id/inigacorbos/ https://saberhoaks.jabarprov.go.id/v2/vendor/moment/ https://saberhoaks.jabarprov.go.id/v2/vendor/alert/ https://saberhoaks.jabarprov.go.id/v2/vendor/animate/ https://sembako-dinsosp3a.sumedangkab.go.id/img/ https://ssstik.temanku.okukab.go.id/gacor/ httpshttps://ppks.sumedangkab.go.id/gacor/ https://djiratu.id/sgacor/ https://boom-motorist.com/ https://www.ijpchem.com/ https://divomusicmanagement.com/ https://sadanaraya.com/ https://aktual.com/epapers/ https://adelan.co.uk/ https://www.gafisa.com.br/