რეორგანიზაციის შესახებ
- 11 ივლისი 2020
2020 წლის 20 აგვისტოდან იცვლება სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სტრუქტურა და ძალაში შედის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული (სხდომა N6, 25.06.2020წ.) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებული ახალი საშტატო განრიგი.
ახალი სტრუქტურის იმპლემენტაციის მოსამზადებელი პროცესი გაგრძელდება 10 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, რა დროსაც განხორციელდება:
ა) თანამშრომელთა გაფრთხილება მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ;
ბ) გადაწყვეტილების მიღება საშტატო განრიგით გათვალისწინებულ პოზიციებზე თანამშრომელთა (შტატი, შტატგარეშე) გადანაწილების შესახებ, მოქმედი კანონმდებლობისა და ობსერვატორიის ინტერესების შესაბამისად;
გ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სამეცნიერო თანამდებობებზე ობსერვატორიის დირექტორის 2020 წლის 1 ივლისის N03-01/07 ბრძანებით გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგად შერჩეული პირების დანიშვნა;
დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმირება ახალი საშტატო განრიგის იმპლემენტაციის მოსამზადებელი პროცესის დაწყების შესახებ.