წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგები
- 3 აგვისტო 2020
გეგმიური შემოწმების ფარგლებში, სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში საკვლევად წარდგენილ იქნა ობსერვატორიის ტერიტორიაზე წყალგაყვანილობის სისტემიდან აღებული სასმელი წყლის ნიმუში.
შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ ნიმუში ვერ აკმაყოფილებს სასმელი წყლისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ობსერვატორიის თანამშრომელთა და ობსერვატორიის ტერიტორიაზე სხვა პირთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აიკრძალა ამ წყლის სასმელად გამოყენება.
დაწყებულია პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობა.