სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი
- 12 აპრილი 2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოაცხადა.
ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი და საინფორმაციო-ტექნოლოგიური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ კონკურსის მთავარ ამოცანას წარმოდგენს ახალი იდეებისა და კონცეფციების შესწავლა-ანალიზი. ამასთანავე, კონკურსი ხელს შუწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და ინტერნაციონალიზაციას.
სამეცნიერო პროექტებში ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციის ასამაღლებლად გაჩნდა ახალი ბერკეტები, გაიზარდა ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება, რაც სხვადასხვა თაობის მეცნიერთა აქტიური თანამშრომლობისთვის დამატებითი მოტივაციაა.
განახლებული კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროექტები შეფასდება საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ამასთან, შეიცვალა და დაიხვეწა არა მხოლოდ კონკურსის დებულება, არამედ საკონკურსო პირობები და სამეცნიერო პროექტების შეფასების კრიტერიუმები. განხორცილებული ცვლილებები სამეცნიერო პროექტების ზუსტი და სიღრმისეული შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი ქართველი მეცნიერებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა მსოფლიოს სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: