სახელობითი პრემიის მინიჭება: ზურაბ ვაშალომიძე
- 22 მაისი 2026
2026 წლის 21 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა და წარმატებულ მეცნიერს, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორ ზურაბ ვაშალომიძეს, მიენიჭა ევგენი ხარაძის სახელობითი პრემია ფიზიკის დარგში.
ობსერვატორიის ადმინისტრაცია გულითადად ულოცავს ბატონ ზურაბს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და უსურვებს წარმატებებს მის სამეცნიერო საქმიანობაში!





