მიმდინარეობს საიტის განახლება

აკადემიკოს ევგენი ხარაძის საიუბილეო სხდომა

აკადემიკოს ევგენი ხარაძის საიუბილეო სხდომა

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ობსერვატორიის თბილისის ოფისში გაიმართება აკადემიკოს ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.

სხდომის დღის წესრიგი:

  1. აკად. ევგენი ხარაძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებულის წარდგენა, შესაბამისი ჯილდოთი და მედლით დაჯილდოვება;
  2. ობსერვატორიის დამსახურებული თანამშრომლების საპატიო დიპლომებით დაჯილდოება;
  3. ობსერვატორიის რეტროსპექტული ფოტომასალისა და აკად. ევგენი ხარაძის მემორიალური არქივის შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
  4. ინფორმაციის წარდგენა აკად. ევგენი ხარაძის დაბადებიდან 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2027 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ.

სხდომა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში - ადგილზე და ონლაინ მონაწილეობის შესაძლებლობით.

ონლაინ ჩართვის ბმული: Click here to join the meeting