ცვლილებები კონკურსის ვადებში
- 29 ივლისი 2020
სამეცნიერო თანამდებობებზე 2020 წლის 1 ივლისს გამოცხადებული კონკურსის ამოცანის სრულფასოვანი შესრულებისა და საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVIDD-19) გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებული რისკების/საფრთხეების მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით, 2020 წლის 29 ივლისს სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის N03-01/14 ბრძანებით, შეტანილ იქნა ცვლილება კონკურსის ვადებში.
კონკურსი დასრულდება 2020 წლის 8 დეკემბერს (ნაცვლად 13 აგვისტოსი), მათ შორის საკონკურსო განცხადებების მიღება განხორციელდება 2020 წლის 16-20 ნოემბერს (24:00 სთ) (ნაცვლად 2-5 აგვისტოსი).
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია "მიმდინარე კონკურსების" განყოფილებაში.