მიმდინარეობს საიტის განახლება

ღამის ასტროტური

„ღამის ასტროტური“ 2026 წელი

მომსახურების ფარგლები იხ. აქ

მიღების საათები - ყოველდღიურად, შემდეგი გრაფიკით:
  • მაისი, ივნისი, ივლისი და აგვისტო: 21:00 სთ – 01:00 სთ;
  • მარტი, აპრილი, სექტემბერი და ოქტომბერი: 20:00 სთ - 24:00 სთ;
  • იანვარი, თებერვალი, ნოემბერი და დეკემბერი: 19:00 სთ - 23:00 სთ.
შენიშვნა: საექსკურსიო მომსახურეობა არ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულ უქმე (სადღესასწაულო)დღეებში.

ტელესკოპში პლანეტების ხილვადობის პერიოდები იხ. აქ

საფასური:
  • საქართველოს მოქალაქეებისთვის - 20 ლარი;
  • სკოლის მოსწავლეებისთვის - 10 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 40 ლარი.

უფასოდ მომსახურება ვრცელდება:
  • 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვან (მცირეწლოვანი) პირებზე;
  • სოციალურად დაუცველი პირებზე.
მინიმალური საფასური მომსახურებისთვის:

საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის - 100 ლარი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 200 ლარი.

ანგარიშსწორება შესაძლებელია:

ა) სს „საქართველოს ბანკის“ „ექსპრეს ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატით, მომსახურების გაწევის ადგილზე;
ბ) ვიზიტორის პირადი საბანკო ბარათით, სს საქართველოს ბანკის ტერმინალის გამოყენებით, მომსახურების გაწევის ადგილზე;
გ) საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით: სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია - სკ 205387856; სახაზინო კოდი 709747499.

ჯგუფის შემადგენლობა: არაუმეტეს 30 ვიზიტორი.

მომსახურების ენა: ქართული ან ინგლისური ენა.

სხვა პირობები:
ობსერვატორია იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს საექსკურსიო მომსახურების გაწევაზე, თუ ვიზიტორი:
  • იმყოფება გამოხატულად არაფხიზელ მდგომარეობაში, ან/და
  • არღვევს საექსკურსიო სივრცეში დასაშვებ ეთიკურ ნორმებს, ან/და
  • გამოხატავს აგრესიას ობსერვატორიის ან სხვა ვიზიტრთა მიმართ.
ვიზიტორს უფლება აქვს ითხოვოს საკუთარი შეხედულებისამებრ „ღამის ასტროტურის“ მომსახურების ფარგლების თანმიმდევრობის ცვლილება ან რომელიმე კომპონენტის გამოტოვება. ასეთ შემთხვევაში ვიზიტორს მომსახურების საფასური უკან არ უბრუნდება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და მეცნიერების პოპულარიზაციის სამსახური:

მობილური ტელეფონები:
  • (+995) 595 01 11 86
  • (+995) 599 90 55 00
  • (+995) 598 09 98 44
ელ-ფოსტა: astrotour@abao.ge