მიმდინარეობს საიტის განახლება

პრაქტიკული ასტრონომიის კურსი 2026

საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია მთა ყანობილზე მასპინძლობს პრაქტიკული ასტრონომიის სასწავლო კურსს 2026, რომელიც განკუთვნილია ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და ფიზიკის შესაბამისი პროფილის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.

კურსი აერთიანებს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ კომპონენტებს და მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას იმუშაონ ობსერვატორიის დაკვირვებით ინფრასტრუქტურაზე.

კურსის ძირითადი თემები:

  1. შესავალი და თეორია;
  2. დაკვირვებითი ტექნიკა და ინსტრუმენტები;
  3. მონაცემთა ანალიზი და პროგრამული უზრუნველყოფა;
  4. ინდივიდუალური/ჯგუფური პროექტები;
  5. შემაჯამებელი ვორქშოპი.

კურსის მიზნები:

  • პრაქტიკული ასტრონომიული უნარების განვითარება;
  • თეორიული ცოდნის გაღრმავება;
  • სტუდენტური კვლევის წახალისება;
  • მონაცემთა დამუშავებისა და მეცნიერული ანალიზის ტექნიკების შესწავლა.

კურსის ხანგრძლივობა: 5–17 აგვისტო, 2026 წელი.

კურსის დაფინანსება: კურსის განმავლობაში ობსერვატორია უზრუნველყოფს საცხოვრისს მთა ყანობილზე.

მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • განაცხადი. ფორმა: იხ. აქ
  • CV (ავტობიოგრაფია).

დოკუმენტების მიღების ვადა: 22.07.2026 – 30.07.2026 წ.

დოკუმენტების მიღების ფორმა: ელ-ფოსტაზე - vacancy@abao.ge