მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს პარტნიორობა ჟურნალთან Astronomy and Astrophysics

საქართველოს პარტნიორობა ჟურნალთან Astronomy and Astrophysics

ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ის დირექტორთა საბჭომ, 2026 წლის 5 ივნისს, განიხილა ობსერვატორიის მიერ წარდგენილი ხუთწლიანი ანგარიში საქართველოში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის განვითარებისა და მიღწეული სამეცნიერო შედეგების შესახებ. საბჭოს სხდომაზე განხილვის საგანი იყო უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში საქართველოდან გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა. ყურადღება გამახვილდა პირველი ავტორობით შესრულებული შრომების რაოდენობაზე. შედეგად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში ასტრონომიისა და ქართველი მეცნიერების პირველი ავტორობით შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების მხარდაჭერის შესახებ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, 2026–2030 წლებში საქართველო ისარგებლებს ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ის ფინანსური მხარდაჭერითა და „დამკვირვებელი ქვეყნის“ სტატუსით. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სტატიის გამოქვეყნების საფასურისგან (page charges) სრულად თავისუფლდება ყველა სამეცნიერო ნაშრომი, რომლის პირველი ავტორის პირველი აფილაცია საქართველოს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს. ამავდროულად, სასურველია პუბლიკაციის წარმდგენი მხარე (corresponding author) იყოს ავტორი საქართველოდან.

ჟურნალი Astronomy & Astrophysics (A&A) არის ავტორიტეტული სამეცნიერო გამოცემა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დარგში. იგი 1969 წლიდან გამოიცემა და წარმოადგენს ევროპის ასტრონომიული კვლევების ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო საგამომცემლო პლატფორმას. 2025 წელს ჟურნალის იმპაქტ ფაქტორმა შეადგინა 6.1.