1. 1932 წელს, ობსერვატორიის მთის ფერდობზე არსებულ ე. წ. გლაზენაპის კოშკში, დაიდგა სსრკ - ში პირველად წარმოებული ტელესკოპი ე. წ. - პონომარიოვის (ლენინგრადის ოპტიკო - მექანიკური გაერთიანება) რეფლექტორი.
ტელესკოპის სისტემა: ნესმიტი;
(ა) ობიექტივის დიამეტრი - 33 სმ.
(ბ) ფოკუსური მანძილი: მთავარი - 165 სმ., ნესმიტის, ეკვივალენტური - 500 სმ.
1937 წელს, აღნიშნული ტელესკოპი გადატანილი იქნა ყანობილის მთაზე - ობსერვატორიის ტერიტორიაზე (ორმაგ კოშკში).
• ამჟამად ტელესკოპი, როგორც სამუზეუმო ეკსპონატი, იმყოფება ობსერვატორიის მუზემში; არ ფუნქციონირებს;
2. 1940 წ. მწყობრში შევიდა ტელესკოპ რეფრაქტორი. (მწარმოებელი: ცეისის ფირმა - გერმანია).
(ა)ობიექტივის დიამეტრი: 40 სმ. კორექციული ლინზით;
(ბ) ფოკუსური მანძილი: 680 სმ.;
თავდაპირველად, რეფრაქტორის მილზე მიმაგრებული იყო ორი იდენტური, მცირე ზომის რეფრაქტორი (ფოტოგრაფიული კამერა):
(ა) თითოეულის დიამეტრი - 20 სმ.
(ბ) ფოკუსური მანძილებით – 100 სმ.;
• მოგვიანებით (გასული საუკუნის 60-ციან წლებში) აღნიშნული 20 სმ-იანი ფოტოკამერები, განთავსდა ცალკე კოშკში, როგორც დამოუკიდებელი მცირე ორმაგი ასტროგრაფი; ხოლო2018 წელს, მოიხსნა და გადატანილი იქნა „საცავში“
• არ ფუნქციონირებს;
3. 1938 წ. ობსერვატორიაში დაიდგა შმიდტის ანაბერაციული ტელესკოპი; (მწარმოებელი: ცეისის ფირმა - გერმანია).
(ა) საკორექციო ლინზისდიამეტრი - 36 სმ., სარკის დიამეტრი - 44,4 სმ.
(ბ) ფოკუსური მანძილი: მთავარი - 62,5 სმ.
ველი: არავინიტირებული - 7 გრად. ვინიტირებული - 4 გრად.
• არ ფუნქციონირებს, საჭიროებს აღდგენას;
4. 1966 წ. დაიდგა სამზეო - პატარა დაბნელებაგარეშე ლიოს ტიპის კორონოგრაფი, აღჭურვილი ხელოვნური მთვარით
(ა) ობიექტივის დიამეტრი -11.5 სმ.
(ბ) ფოკუსური მანძილი:300 სმ.
• გამოიყენებოდა კორონალური ხაზების - (წითელი- 637.4 ნმ და მწვანე-530.3 ნმ) დასაკვირვებლად.
• ტელესკოპი ნაწილობრივ დაზიანებულია - საჭიროებს რესტავრაციას. ნაწილობრივ დანგრეულია შენობა.
• არ ფუნქციონირებს;
5. 1978 წ. მწყობრში შევიდა AZT-11. რეფლექტორი, სისტემა - რიჩი - კრეტიენი. (მწარმოებელი: ლენინგრადის ოპტიკო - მექანიკური გაერთიანება - სსრკ.)
(ა) ობიექტივის დიამეტრი: 125 სმ.
(ბ) ფოკუსური მანძილი:მთავარი სარკის: 400 სმ., ეკვივალენტური - 1625 სმ.
• აბასთუმნის ობსერვატორიაში დღეისათვის არსებულ ტელესკოპებს შორის, აღნიშნული ტელესკოპი უდიდესია.
• ტელესკოპი და მისი ელექტრო-მექანიკური ნაწილი დაზიანებულია - საჭიროებს რესტავრაციას;