2023 წლის 25 ივლისის დიალოგის შედეგი
- 25 ივლისი 2023
2023 წლის 25 ივლისს 12:00 სთზე ობსერვატორიის თბილისის ოფისში (მ. კოსტავას ქ. #47/57, მე-5 სართ.) შედგა ობსერვატორიის წარმომადგენლებისა და დაწესებულების ტერიტორიაზე (დაბა აბასთუმანი, მთა ყანობილი) უცხო პირთა შესვლისა და გადაადგილების დროებითი შეზღუდვით უკმაყოფილო მოქალაქეთა ჯგუფის შეხვედრა.
ობსერვატორია წარმოდგენილი იყო 3 პირის შემადგენლობით, რომელსაც ხელმძღვანელობდა დირექტორის მოადგილე, ბ. ჩარგეიშვილი.
მოქალაქეთა უკმაყოფილო ჯგუფი წარმოდგენილი იყო 4 პირის შემადგენლობით: ნ. ჩერქეზიშვილი, ა. ლომია, მ. ბოლქვაძე, ა. ჭიჭინაძე.
შეხვედრაზე მოწვეულ იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. წარმომადგენელი შეხვედრას არ დასწრებია.
მხარეებმა მოისმინეს ერთმანეთის პოზიციები „სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ობსერვატორიაში შესვლისა და გადაადგილების თავისებურებების შესახებ„ ობსერვატორიის დირექტორის 2023 წლის 10 მაისის #01-01/04 ბრძანების საფუძველთან და გამოცემის მიზნობრიობასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში შეთანხმდნენ, რომ მოქალაქეთა ჯგუფი უახლოეს პერიოდში ობსერვატორიას წარუდგენს არგუმენტებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, რათა ხსენებულ ბრძანებაში ასახულ იქნას მათი ინტერესები, შესაბამისი ცვლილების ან/და დამატების სახით.