ასტრომოყვარულთა სტუდია: 2026 წლის შემოდგომის მოდული
- 19 ოქტომბერი 2026
2026 წლის 21 ოქტომბრიდან ობსერვატორია ანახლებს შეხვედრებს ასტრომოყვარულთა სტუდიის ყოველკვირეული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.
ასტრომოყვარულთა სტუდიის მიზანია ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პოპულარიზაცია, ინტერესის გაღრმავება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი და ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა.
საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ზოგადი ასტრონომიის კურსს, რომელიც აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკურ კომპონენტებს, თემატურ ლექცია-სემინარებს (მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად) და დაკვირვებებს მცირე ზომის ტელესკოპების გამოყენებით.
შეხვედრებს გაუძღვებიან გამოცდილი და ახალგაზრდა პროფესიონალი ასტრონომები. პროგრამა ეფუძნება ზოგადი ასტრონომიის კურსს და თემატურად გაფართოვდება მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით. სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება მცირე ზომის ტელესკოპები და სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებითი მასალა.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნობრივი აუდიტორია არის საქართველოს საჯარო ან კერძო სკოლების მოსწავლეები (რეკომენდებული ასაკი: 11-16 წელი), აგრეთვე, ასტრონომიით დაინტერესებული პირები, მათ შორის - სტუდენტები, მასწავლებლები.
ასტრომოყვარულთა სტუდიის საქმიანობა სრულად ფინანსდება ობსერვატორიის მიერ.
საორგანიზაციო საკითხები:
- შემოდგომის მოდულის ხანგრძლივობა: 21 ოქტომბერი - 23 დეკემბერი, 2026 წ.;
- ფორმატი: შეხვედრები აუდიტორიაში, ლექციებისა და პრაქტიკული სამუშაოების სახით, რომლებსაც გაუძღვებიან ობსერვატორიის გამოცდილი ასტრონომები;
- განრიგი: ყოველკვირეულად, ოთხშაბათს, 16:00 საათზე. შეხვედრები არ ჩატარდება დასვენებისა და უქმე დღეებში;
- ლოკაცია: ობსერვატორია (მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას ქ. №47/57, მე-5 სართული);
- დადასტურება: მონაწილეებს, რომლებიც სრულად გაივლიან, როგორც შემოდგომის, ისე, გაზაფხულის მოდულებს, გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
შენიშვნა: სასურველილა ვიზიტის შესახებ წინასწარი შეტყობინება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: amateur-astronomy@abao.ge
ტელ.: (+995) 551 330 979; (+995) 577 237 703.





