ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
- 15 ოქტომბერი 2020
2020 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიას და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანს წარმოადგენს მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევების სფეროში. სტუდენტთა ჩართულობას ობსერვატორიის მიერ ორგანიზებულ კვლევებში, საგრანტო პროექტებსა და კონფერენციებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ზაზა მარუაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია.