აკად. ევგენი ხარაძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში 2025
- 13 ოქტომბერი 2025
სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია აცხადებს კონკურსს აკად. ევგენი ხარაძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოს მოსაპოვებლად ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში.
ჯილდო შეიძლება მიენიჭოს ახალგაზრდა მეცნიერს, რომელიც:
- არის ასტრონომიაში ან/და ასტროფიზიკაში საკონკურსოდ წარმოდგენილი მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი;
- რომლის ასაკი, საკონკურსო განცხადების წარდგენის დღის მდგომარეობით, არ აღემატება 40 წელს;
- არის საქართველოს მოქალაქე.
საკონკურსოდ წარმოდგენილი სამეცნიერო პუბლიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- შესრულებული იყოს საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან/და უმაღლეს საგანმანმანათლებლო დაწესებულებაში;
- გამოქვეყნებული იყოს საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში ან/და განცხადების წარმოდგენის დღის მდგომარეობით შესაბამისი გამოცემის მიერ დადასტურებული იყოს პუბლიკაციის გამოსაქვეყნებლად მიღება („accepted for publication“);
- გამოქვეყნებული იყოს პერიოდში: 01.01.2025 წ. – 27.10.2025 წ.
განცხადების მიღების პერიოდი: 13-27 ოქტომბერი (17:00 სთ-მდე), 2025 წ.
განცხადების მიღების ფორმა: ელექტრონულად, ელ-ფოსტაზე: info@abao.ge.
ფულადი ჯილდოს ოდენობა: 2 000 ლარი
დაჯილდოვების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2025 წელი.
კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- პუბლიკაცია (ელექტრონული ფორმით, ორიგინალი რედაქციით);
- საკონკურსოდ წარდგენილი პუბლიკაციის მოკლე აღწერა-დახასიათება იმ განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობის/ღირებულების მითითებით, რის გამოც დაინტერესებული პირი თვლის, რომ გამოკვეთილია მისი დაჯილდოვების საფუძველი;
- დაინტერესებული პირის ბიოგრაფია (CV);
- პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
- თანაავტორ(ებ)ის წერილობითი თანხმობა/მხარდაჭერა მასზედ, რომ დაინტერესებულმა პირმა ჯილდოს მოსაპოვებლად წარადგინოს საკონკურსო განცხადება ჯილდოს მოსაპოვებლად და გამარჯვების შემთხვევაში იყოს დაჯილდოებული (თანაავტორობით შესრულებული პუბლიკაციის საკონკურსოდ წარდგენის შემთხვევაში);
- ანგარიშის ნომერი, გახსნილი საქართველოს ნებისმიერ ბანკში.





