აკადემიკოს ევგენი ხარაძის მემორიალური სხდომა
- 27 ოქტომბერი 2025
ამა წლის 31 ოქტომბერს, აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადების დღისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად, ობსერვატორიის თბილისის ოფისში გაიმართება მემორიალური სხდომა.
სხდომა ეძღვნება აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამფუძნებლის — აკადემიკოს ევგენი ხარაძის ხსოვნას.
სხდომის პროგრამა:
- აკად. ევგენი ხარაძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოს გადაცემა ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში;
- ასტრონომიული კალენდრის გამოცემიდან 65 წლის იუბილის აღნიშვნა;
- აკად. ევგენი ხარაძის წვლილი ქართული ასტრონომიის განვითარებაში; მემორიალური გამოსვლები და თემატური მოხსენებები.





