საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ახალგაზრდული კონფერენცია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში, სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისის საკონფერენციო დარბაზში, ა. წ. 17 ივნისს, 16:00 საათზე, გაიმართება, სამეცნიერო კონფერენცია ასტრონომიაში, დევიზით: „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის".

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ობსერვატორიის ახალგაზრდა მეცნიერები, სტუდენტები და საჯარო სკოლების ასტრონომიის მოყვარული მოსწავლეები.

დასწრება თავისუფალია.