საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ახალგაზრდული კონფერენცია ასტროფიზიკაში: „ჩვენი სამყარო“

ახალგაზრდული კონფერენცია ასტროფიზიკაში: „ჩვენი სამყარო“

საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამების ფარგლებში, მეორე წელია ტარდება ახალგაზრდული კონფერენციები ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში, რაც ტრადიციად ჩამოყალიბდა.

2025 წლის 19 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისის ოფისში გაიმართება „ახალგაზრდული კონფერენცია ასტროფიზიკაში - ჩვენი სამყარო“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის და რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და ობსერვატორიის თანამშრომლები.

კონფერენცია ტარდება საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფოზიკური ობსერვატორიის ორგანიზებით და საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ასტრონომიის პოპულარიზაციის ოფისის მხარდაჭერით. კონფერენციის პოსტერი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.