საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ასრტოტურები ობსერვატორიაში

ინფორმაცია ვიზიტორთათვის

2021 წლის 1 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია იწყებს ვიზიტორთა მიღებას აბასთუმანში, მთა ყანობილზე.

ასტროტურის მოკლე დახასიათება
ვიზიტორების მიღება მოხდება ჯგუფებად, პროფესიონალი ასტროგიდების თანხლებით. ჯგუფის შემადგენლობა შეზღუდულია 5-დან 25-მდე ვიზიტორით.
ასტროტურები იწყება 11:00 საათიდან. ბოლო ჯგუფის მიღება მოხდება 20:00 საათზე. ვიზიტორებმა ობსერვატორიის ტერიტორია უნდა დატოვონ არაუგვიანეს 21:30-ისა.
ასტროტური მოიცავს ობსერვატორიის 40 სმ-იანი რეფრაქტორის შენობაში განთავსებული სივრცეების ვიზიტს და შედგება სამი ნაწილისაგან: ობსერვატორიის მუზეუმი, 40 სმ-იანი რეფრაქტორის გუმბათი და მცირე სალექციო დარბაზი.
მუზეუმში ასტროგიდი გაგაცნობთ ობსერვატორიის დაარსების და მისი განვითარების ისტორიას, ეწვევით ობერვატორიის დამაარსებლის, აკად. ევგენი ხარაძისა და პროფ. მიხეილ ვაშაკიძის კაბინეტებს. გაეცნობით ობსერვატორიის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს და მოვლენებს, ასევე, ინფორმაციას ათწლეულების განმავლობაში აქ მოღვაწე გამოჩენილი მეცნიერების შესახებ.
40 სმ-იანი რეფრაქტორის გუმბათში დაათვალიერებთ ობსერვატორიის ერთ-ერთ უძველეს პროფესიონალურ ტელესკოპს. ასტროგიდი გაგაცნობთ ასტრონომიული დაკვირვებების თავისებურებებს და ტექნოლოგიებს.
მცირე სალექციო დარბაზში ასტროგიდი ვიზიტორთათვის ჩაატარებს პოპულარულ ლექცია-პრეზენტაციას თემაზე - „სამყაროს აგებულება და ევოლუცია“. ლექციის ბოლოს გაიმართება კითვა-პასუხების სესია.

ასტროტურის ღირებულება:

ასტროტურის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 1 საათსა და 20 წუთს და მისი ღირებულებაა:
• მოზრდილებისთვის: 10 ლარი;
• სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის: 5 ლარი;
• სკოლამდელი ასაკის ბავშვების ვიზიტი უფასოა.

ასტროტურის ღირებულების გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს ადგილზე საქართველოს ბანკის „ექსპრეს ფეის“ სწრაფი აპარატის ან საკრედიტო ბარათის ტერმინალის მეშვეობით ანდა საბანკო გადარიცხვით წინასწარ მიღებული ინვოისის საფუძველზე.

ასტროტურის დაჯავშნა

ცალკეული ჯგუფებისათვის შესაძლებელია ასტროტურის წინასწარ დაგეგმვა. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ობსერვატორიის ადმინისტრაციას ქვემოთ მოყვანილ ტელეფონების ნომრებზე ან ელ.ფოსტის მისამართზე.

დამატებითი ინფორმაცია ვიზიტორთათვის
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ობსერვატორია განთავსებულია კურორტ აბასთუმანში, მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1650 მეტრზე და ამდენად, ჰავა და ამინდი შეესაბამება მაღალმთიან პირობებს.

სპეციალური შეზღუდვები კოვიდ-19 პანდემიის პირობებში
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!!! კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისად ღამის ვიზიტები და ტელესკოპით ცის დათვალიერება დროებით შეჩერებულია! ვიზიტორებმა უნდა დატოვონ ობსერვატორიის ტერიტორია არაუგვიანეს 21:30-ისა.
დახურულ სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება.

საკონტაქტო ინფორმაცია

0301, კურორტი აბასთუმანი, ადიგენის მუნიციპალიტეტი
0179, თბილისი, მ. კოსტავას ქ. 47/57
ტ.: 591 412 420 თინათინ მერაბიშვილი - დირექტორის აპარატი
ტ.: 599 90 55 00 ოთარ კვარაცხელია - ექსკურსიებისა და მუზეუმის დეპარტამენტის უფროსი
ტ.: 599 177 707 ვაჟა ყულიჯანიშვილი - მთავარი ასტრონომ-მენეჯერი.

ელ. ფოსტა: astrotour@abao.ge