ასტეროიდის აღმოჩენა
- 13 დეკემბერი 2021
2021 წლის 26 ნოემბერს რაგული ინასარიძის ხელმძღვანელობით პროგრამული დაკვირვებების ფარგლებში ასტეროიდების შემსწავლელი ჯგუფის მიერ მიღებული მონაცემების დამუშავების შედეგად აღმოჩენილი იქნა ახალი ასტეროიდი. ახლადაღმოჩენილი ასტეროიდის არსებობა დაადასტურა საერთაშორისო ასტრონომიის მცირე პლანეტების ცენტრმა (სმიტსონის ასტროფიზიკური ობსერვატორია, კემბრიჯი, MA 02138, აშშ) და მას მიანიჭა ნომერი 2021 UL17.
ახლადაღმოჩენილი ასტეროიდი, რომლის ზომა 100 მეტრამდეა, მიეკუთვნება დედამიწასთან ახლოსმყოფ ამურთა ჯგუფის ასტეროიდებს, რომელთა ორბიტები მთლიანად დედამიწის ორბიტის მიღმაა და ის არასოდეს არ გადაკვეთს დედამიწის ორბიტას. ამდენად, დედამიწასთან მისი შეჯახების ალბათობა ნულის ტოლია.
ობსერვატორიის ადმინისტრაცია ულოცავს რაგული ინასარიძესა და დამკვირვებელთა ჯგუფს 70 სმ მენისკურ ტელესკოპზე პირველი ასტეროიდის აღმოჩენას.