საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ასტრონომიის მასწავლებელთა მომზადების კურსი 2025

ასტრონომიის მასწავლებელთა მომზადების კურსი 2025

სსიპ - ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია აცხადებს რეგისტრაციას ასტრონომიის ორ დღიან ტრენინგ-კურსზე, რომელიც გაიმართება 2025 წლის 17–18 ივნისს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის (IAU) და ასტრონომიის სასკოლო სწავლების ქსელის (NASE – Network for Astronomy School Education) თანამშრომლობით.

თემა: „როგორ ვასწავლოთ ასტრონომია სკოლაში"

ჩატარების ადგილი:

ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #47/57, მე-5 სართული (სსიპ - ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ოფისი)

მონაწილეები:

კურში მონაწილეობა შეუძლიათ ასტრონომიით დაინტერესებულ სკოლის მასწავლებლებს.

კურსის ფორმატი:

შეხვედრა მოიცავს ლექციებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს, რომლებსაც გაუძღვებიან ქართველი უცხოელი ასტრონომები. კურსის მონაწილეები გაეცნობიან სწავლების მეთოდებსა და მასალებს, რომლებიც მომზადებულია ასტრონომიის საერთაშორისო კავშირის მიერ.

სერტიფიკატი:

ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის (IAU) და NASE-ს ინგლისურენოვან სერტიფიკატებს.

რეგისტრაცია:

კურსით დაინტერესებულმა პირებს, გთხოვთ, დადგენილ ვადაში შეავსოთ ონლაინ განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/hDdHg6p6JXKbUeuP8

განაცხადების მიღების ვადა:

რეგისტრაცია დაიწყება 2 ივნისს და დასრულდება 8 ივნისს, 22:00 საათზე.

მნიშვნელოვანი შენიშვნა:

ტრენინგ-კურსში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

სამუშაო ენა: ქართული

დეტალური ინფორმაცია და კურსის განრიგი: იხილეთ ბმულზე.

საკონტაქტო პირი: პროფ. თეიმურაზ ზაქარაშვილი, ელ-ფოსტა: tzaqarashvili@abao.ge