ბატონ რევაზ ჭიღლაძის იუბილე
- 27 მარტი 2025
დღეს საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის გალაქტიკებისა და ვარსკვლავების განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, პროფესორი რევაზ ჭიღლაძე იუბილარია. მას 75 წელი შეუსრულდა. თსუ-ს დამთავრების შემდეგ ის 55 წელია მუშაობს ობსერვატორიაში და მისი კვლევები ცნობილია საერთაშორისო ასპარეზზეც. გარდა ნაყოფიერი სამეცნიერო მუშაობისა, აღსანიშნავია მისი პედაგოგიური საქმიანობა, როგორც თსუ-ში, ისე, მის შემდეგომ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ობსერვატორიის ადმინისტრაცია და მთელი კოლექტივი ბატონ რევაზ ჭიღლაძეს გულითადად ულოცავს იუბილეს და უსურვებს მრავალ ბედნიერ და ნაყოფიერ წელს!