საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ბიურაკანისა და აბასთუმნის ობსერვატორიების საერთაშორისო ერთობლივი XVII კოლოქვიუმი

ბიურაკანისა და აბასთუმნის ობსერვატორიების საერთაშორისო ერთობლივი XVII კოლოქვიუმი

საქართველოსა და სომხეთის ასტრონომების სამეცნიერო და მეგობრული კავშირები
მრავალ ათწლეულს ითვლის. ამ ურთიერთობის განსამტკიცებლად ნახევარ საუკუნეზე
მეტია იმართება ბიურაკანისა და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიების
ერთობლივი კოლოქვიუმები და შარშან აბასთუმანში, მთა ყანობილზე 50 წლის
საიუბილეო XVI კოლოქვიუმმა, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლობის გაფართოებით,
უკვე საერთაშორისო ხასიათი მიიღო. ამჟამადაც ბიურაკანში (სომხეთი) 5-9 მაისს
ტარდება ბიურაკანი-აბასთუმნის (სომხეთისა-საქართველოს) XVII ერთობლივი
საერთაშორისო ასტრონომიული კოლოქვიუმი, რომელსაც ქართველ და სომეხ
ასტრონომებთან ერთად სხვა ქვეყნების მეცნიერებიც ესწრებიან. ფართო არის
კოლოქვიუმზე წარმოდგენილი მოხსენებათა კვლევის სფეროც და მოიცავს
ასტროფიზიკის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა მზისა და მზის
სისტემის კვლევა, ვარსკვლავთ ასტრონომია და გალაქტიკები და ნისლეულები,
თეორიული ასტროფიზიკა და კოსმოლოგია.