საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ჩატარდა რიგით მეორე ახალგაზრდული კონფერენცია ასტროფიზიკაში: „ჩვენი სამყარო“

ჩატარდა რიგით მეორე ახალგაზრდული კონფერენცია ასტროფიზიკაში: „ჩვენი სამყარო“

2025 წლის 19 ივნისს, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისმა უმასპინძლა რიგით მეორე ახალგაზრდულ კონფერენციას ასტროფიზიკაში – „ჩვენი სამყარო“. ღონისძიება ჩატარდა ობსერვატორიის საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამების ფარგლებში, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის (IAU) ასტრონომიის პოპულარიზაციის ოფისის (OAO) მხარდაჭერით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა და ობსერვატორიის ახალგაზრდა მეცნიერებმა. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო როგორც პოპულარული ხასიათის მოხსენებები, ასევე თემები, რომლებიც ასახავდა მონაწილეთა კვლევით ინტერესებს ასტროფიზიკის სხვადასხვა მიმართულებით.

კონფერენციის დასასრულს მოხსენებები შეაფასა ობსერვატორიის ღვაწლმოსილმა მეცნიერმა, ბატონმა შალვა საბაშვილმა. მან კონფერენციის მონაწილეებს სამახსოვროდ გადასცა საკუთარი ავტორობით გამოცემული წიგნები. ობსერვატორიის დირექტორმა ალექსანდრე თევზაძემ ახალგაზრდებს გადასცა კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატები, ხოლო კონფერენციის ხელმძღვანელებს – გიორგი ქურხულსა და გიორგი ჯავახიშვილს – მადლობის სიგელები ღონისძიების ორგანიზებისათვის.