დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ობსერვატორიაში
- 10 ივნისი 2025
2024 წლის 7 ივნისს, ობსერვატორიასა და დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლას შორის მოქმედი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ობსერვატორიას მთა ყანობილზე შემეცნებითი ვიზიტით ამ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელი ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში ასტრონომიისადმი ინტერესის გაღვივება და ცნობიერების გაღრმავება.
სტუმრებს პირადად უმასპინძლა მეცნიერების პოპულარიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბატონმა ოთარ კვარაცხელიამ. მან მოსწავლეებს ტელესკოპის საშუალებით ცის საინტერესო ობიექტები დაათვალიერებინა. ამავე ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ობსერვატორიის მუზეუმი, რამაც მათ მისცა შესაძლებლობა გაცნობოდნენ ისტორიულ მასალას და ინსტრუმენტებს, რომლებიც ასტრონომიული დაკვირვებებისთვის წარსულში გამოიყენებოდა.
ვიზიტის დასკვნით ნაწილში ობსერვატორიის ახალგაზრდა ასისტენტ-მკვლევარმა ანა ტაბატაძემ მოსწავლეებს ასტრონომიაში საინტერესო ლექცია ჩაუტარა. საგანმანათლებლო საუბარს თან ახლდა ვიზუალური მასალა - ფოტო და ვიდეო თვალსაჩინოებები, რაც მოსწავლეებს დაეხმარა წარმოდგენა შეექმნათ კოსმოსის მრავალფეროვნებაზე, ასტრონომიის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე და იმ პროცესებზე, რომლებიც ობსერვატორიაში მიმდინარეობს.