მიმდინარეობს საიტის განახლება

დარეჯან ჯაფარიძის იუბილე

დღეს საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის მზისა და მზის სისტემის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დარეჯან ჯაფარიძე იუბილარია.

უკვე არაერთი ათწლეულია, ქალბატონი დარეჯანი ემსახურება განათლებას და მეცნიერებას. მისი ნამუშევრები მზის დიფერენციული ბრუნვის, გვირგვინის ხვრელების და მაგნიტური პოლარობის ცვლილებების კვლევაში, მნიშვნელოვნად განამტკიცებს ობსერვატორიას როგორც მზის ფიზიკის შესწავლის ერთ-ერთ კერად, საერთაშორისო ასპარეზზე.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი უმაღლესი განათლების სფეროში, სადაც იგი უკვე წლების მანძილზე სიყვარულით აზიარებს სტუდენტებს მზის ფიზიკასა და ასტრონომიას.

ობსერვატორიის ადმინისტრაცია და მთელი კოლექტივი გულითადად ულოცავს ქალბატონ დარეჯანს იუბილეს და უსურვებს ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიასა და მრავალ ნაყოფიერ წელს როგორც პირად, ისე პროფესიულ გზაზე!